Saturday, March 14, 2015

მე-8 დღის რეფლექსია

დღეს მოვახდინეთ შეფასების რუბრიკების ადაპტირება,ვიმუშავეთ სასწავლო გეგმის
შაბლონზე.ვისწავლეთ "გუგლ დრაივში მუშაობა.სასწავლო პროცედურები ავტვირთეთ დრაივზე,სადაც უნდა შევიტანოთ პროექტის მიმდინარეობის სრული აღწერის პროცესი.

Thursday, March 12, 2015

მე-7 დღის რეფლექსია-

დღეს ძალიან საინტერესო და სახალისო მუშაობა გვქონდა, დავასრულეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის პრეზენტაცია და ავტვირთეთ ბლოგზე.ინტელის ბიბლიოთეკაში გავეცანით შეფასების რუბრიკებს, მომდევნო ტრენინგისათვის გვაქვს დავალება, რომ ვიმუშაოთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკებზე  და დაგეგმვის ცხრილზე.

მოსწავლის პრეზენტაცია


Wednesday, March 11, 2015

მე-6 დღის რეფლექსია

ვიმუშავეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომზე,შევქმენით სლაიდები მოძიებული მასალის საფუძველზე და ავტვირთეთ დრაივზე.ვისწავლეთ ასევე ფონის შეცვლა დიაგრამების აგება და სლაიდებზე განთავსება.

Monday, March 9, 2015

მე-5 დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე დავიწყეთ წინა ტრენინგის გამეორებით,შემდეგ დავადგინეთ მოსწავლეთა საჭიროებები პრეზენტაციისათვის და შევიტანეთ  შეფასების გეგმის საბლონში. გავეცანით საავტორო უფლებებს. ვისწავლეთ გამოყენებული ლიტერატურის შენახვა.მოსწავლეთა ნამუშევრების პრეზენტაციისათვის მოვიძიეთ ფოტო მასალა და შევინახეთ.

Friday, March 6, 2015

მე-4 დღის რეფლექსია

დღევანდელი დღეც იყო მეტად დატვირთული.  ვიმუშავეთ შექმნილ ბლოგებში.დავწერეთ პროექტის სავარაუდო კითხვები მოსწავლისათვის, ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი, შემდეგ  განვათავსეთ ბლოგზე. განვიხილეთ ჯგუფში და ერთმანეთს მივეცით სასარგებლო რჩევები, ასევე შევარჩიეთ პროექტისათვის საჭირო აქტივობები. 

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი კითხვები

  • :რატომ არის აუცილებელი ტრადიციების შესწავლა?

თემატური კითხვები

  • რა გავლენას ახდენს ბუნებრივი პირობები საცხოვრებელი სახლების არქიტექტურაზე?
  •    რატომ  განსხვავდება დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში, მთისა და ბარის რეგიონებში შენობების არქიტექტურული სტილი?
  • რა არის ტრადიციების დადებითი და უარყოფითი მხარეები გლობალურ სივრცეში?


შინაარსობრივი კითხვები:


  • როდის დამკვიდრდა საქართველოში ახალი არქიტექტურული სტილი?
  • როდის დაუთმო ადგილი ტრადიციულმა არქიტექტურამ თანამედროვე ევროპულ სტილს?
  • რა წარმოადგენდა ქალისა და მამაკაცის ძირითად ტრადიციულ ტანსაცმელს?
  • როგორი ტრადიცი ახასიათებს ქართულ სუფრას?
  • რომელ სასმელს ენიჭება უპირატესობა საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში?
  • რომელი რიტუალებია დამახასიათებელი საკუთარი რეგიონისთვის?(ქალაქი,სოფელი)

Monday, March 2, 2015

მე-3 დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე იყო ნაყოფიერი, ხელახლა განვიხილეთ პროექტის იდეა შევიტანეთ შესწორებები, დავგეგმეთ მომავალი ტრენინგისათვის მოსწავლის მიზნები.გადმოვტვირთეთ ესგ-დან პროექტის სტანდარტი და შევიტანეთ ცხრილში.

მოსწავლის მიზნები

მოსწავლეები შეძლებენ:

  • მოსწავლეები მოიძიებენ და გაეცნობიან საკუთარი ოჯახის, კუთხის თუ ქვეყნის ტრადიციებს,ასევე მოიძიებენ ინფორმაციას ქართული არქიტექტურის შესახებ. 
  • ჩამოართმევენ ინტერვიუს მშობლებს, ახლობლებს უხუცეს ადამიანებს ქართული არქიტექტურის, ტრადიციების თუ წეს-ჩვეულებების შესახებ.
  • მოახდენენ მიმოწერას სხვადასხვა კუთხის მოსწავლეებთან არსებული წეს-ჩვეულებების შესახებ.
  • მიღებული ინფორმაციის საფუძველზე აკეთებენ ანალიზს თუ რა კავშირ- ურთიერთობა არსებობს არქიტექტურასა და გეოგრაფიულ თავისებურებებთან
  • შეგროვილი მონაცემების მიხედვით შექმნიან ფოტო ალბომს, ბროშურებს, მოაწყობენ გამოფენას, პრეზენტაციას და ა.შ. საბოლოოდ ყველა მონაცემი გაერთიანდება ერთ საიტზე. 

Friday, February 20, 2015

მე-2 დღის რეფლექსია

ტრენინგის მეორე დღე იყო დატვირთული და ამავე დროს მეტად მნიშვნელოვანი. ვიმუშავეთ შექმნილ ბლოგებში. ვისწავლეთ ბროშურის შექმნა ჩეკლისტის საშუალებით. ჩავწერეთ შექმნილ ბლოგებში პროექტის იდეები, გადავგზავნეთ მეგობრებთან, მივიღეთ მათი რეკომენდაციები დ შენიშვნები პროექტის იდეებთან დაკავშირებით.

ჩემი პროექტის იდეა

 თემის სათაური;ტრადიციები საქართველოში

ტრადიციების შესწავლა ეს არის გზა ერის ფასეულობების,  მისი თავისებურებების და კულტურის შეცნობისა. "ერს ,რომელსაც არ შეუძლია შეინარჩუნოს საკუთარი ენა, კულტურა, ტრადიციები და წეს-ჩვეულებები ის ერი ყოველთვის განწირულია დასაღუპად".აქედან გამომდინარე მეტად მნიშვნელოვანია ქართული ტრადიციების შესწავლა.
მოსწავლეები გაეცნობიან სხვადასხვა კუთხის  ტრადიციებს, მოახდენენ მათ შედარებას,ანალიზს და დაადგენენ თუ რა კავშირ- ურთიერთობა არსებობს გეოგრაფიულ თავისებურებებთან. შეგროვილი მონაცემების მიხედვით შექმნიან ფოტო ალბომს ბროშურებს, მოაწყობენ პრეზენტაციებს გამოფენას და ა. შ საბოლოოდ ყველა მონაცემი გაერთიანდება ერთ საიტზე.